გამარჯობა


  • Main
  • Site Rules
  • Forum
  • Photo
  • 2011 Hits Radio
რა დომენზე გადავიყვანოთ საიტი
სულ პასუხები: 141
რეკლამა

ჯოკერის როლის შესასრულებლად ჰიტ ლეჯერი 1 თვით სასტუმროში ჩაიკეტა

15:25 დაამატა: sabaetoo|ნანახია: 11056

საინტერესო ამბები


ლეჯერის სამსახიობო კარიერის მწვერვალი გახდა ჯოკერის როლი კრის ნოლანის ფილმში- "The Dark Knight." მაიკლ კეინის (ლეჯერის პარტნიორი ფილმში)აზრით, ჰიტის ჯოკერი უკეთესია ვიდრე ჯეკ ნიკოლსონის ჯოკერი ფილმიდან -"Batman" ( 1989წ) : "ჯეკი ჰგავს მასხარას, კეთილს მაგრამ ამავედროულად გოგონების ბოროტ მკვლელს.მას შეეძლო ყოფილიყო სასაცილო და გაგაცინებდათ კიდეც. ჰიტმა სულ სხვა გზა მოძებნა, მისი ჯოკერი ნამდვილ, შემაშინებელ ფსიქოფატად იქცა."კეინმა იცის რასაც ამბობს, რადგან როდესაც პირველად ნახა ჰიტი ჯოკერის გარეგნობით გადასაღებ მოედანზე ისე შეეშინდა, რომ თავისი როლის ტექსტი დაავიწყდა. ფილმის რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ უნდა ითამაშოს ჯოკერი ჰიტ ლეჯერმა, პასუხობს:- "იმიტომ,რომ ის უშიშარია."როლისთვის, რომ კარგად მომზადებულიყო, ლეჯერი 1 თვით ჩაიკეტა სასტუმროში, ამუშავებდა ჯოკერის მიმიკას, ჟესტიკულაციას და ხმას, აწარმოებდა დღიურს სადაც წერდა ყველაფერს, რასაც მისი აზრით ფიქრობდა და გრძნობდა მისი გმირი. საინტერესოა, რომ ჯოკერის ზოგიერთი ზნე-ჩვეულება ჰიტმა აიღო ალექსისგან- ფილმიდან "მექანიკური ფორთოხალი".(1971წ)და სიდ ვიშესისგან (ჯგუფი «Sex pistols» ). შემდეგ მსახიობი თავის გმირს ახასიათებდა, როგორც: "შიზოფრენიით დაავადებული მასხარა, მასობრივი მკვლელობებისადმი მიდრეკილი, ფსიქოფატი, რომელსაც სიბრალულის და თანაგრძნობის ნასახიც კი არ ააქვს."ბოლო ინტერვიუში ლეჯერმა აღნიშნა, რომ მას მუშაობისთვის სჭირდებოდა გარკვეული სიმტკიცე და დისციპლინა, რადგან სამუშაო ითხოვდა დიდ ძალისხმევას. ყოველ დღე გრიმის წასმა თითქმის 1 საათს იკავებდა. მაგრამ მსახიობის ძალისხმევას ტყუილად არ ჩაუვლია : ფილმმა რეკორდი დაამყარა,გახადა რა საპრემიერო "ვიკენდი" ყველაზე წარმატებულად კინოს ისტორიაში.- 155, 3 მილიონი დოლარი

ტეგები: ჰიტ ლეჯერი, ჯოკერის, ჩაიკეტა, 1 თვით, როლის, სასტუმროში, შესასრულებლად"







სკრინშოტები



გადმოწერა ამ ფაილს არ აქვს

კომენტარები:: 0
.
დაგვალაიქე Facebook-ზე
რეკლამა საიტზე
საიტზე სიახლეები
.
    navige
    NEW BANNER PORTAL!
STATISTIC
სულ საიტზეა: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
ონლაინ მომხმარებლები

RAITING OF SITE

o5top.ru


poker 770 Europalace Counter online casino reviews Littlewoodsbingo