გამარჯობა


  • Main
  • Site Rules
  • Forum
  • Photo
  • 2011 Hits Radio
რა დომენზე გადავიყვანოთ საიტი
სულ პასუხები: 141
რეკლამა

ქალი არაყიშვილის ქუჩიდან

15:59 დაამატა: sabaetoo|ნანახია: 11068

საინტერესო ამბები


კახა თოლორდავა  

- მოდი, მოდი, ჩემო სიყვარულო! მოდი, ჩემო ლამაზო! თამამად, თამამად გაიარე! თავი მაღლა გეჭიროს ჩემო სილამაზევ, ნახე, რა ლამაზი ხარ, ნახე, რა მშვენიერი ხარ! ბედნიერად გევლოს! შენ, რატომ მოიწყინე, ვაჟკაცო, ლამაზო კაცო? ბედნიერი იყავი, შემოგევლოს ჩემი თავი! არა, არა, გენაცვალე, ფული არ მინდა! მაგაზე თავი არ შეიწუხო. ვაჰ, ვაჰ, ნახე როგორი ლამაზები მოდიან! ბედნიერები იყავით, ხალხნო, ბედნიერები! ნურაფრის გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი მშვენივრად იქნება; ოღონდ გიყვარდეთ, ოღონდ მშვიდად ისუნთქეთ. აი, ასე, ჩაისუნთქე, საყვარელო და ამოისუნთქე; ამოისუნთქე სიყვარული! როგორ ხარ, შენ შემოგევლოს ჩემი თავი? რაღაც კარგა ხანია, აქეთკენ არ ჩამოგივლია! ხომ მშვიდობაა? ხომ ყველანი კარგად ხართ? დალოცვილები იყავით! ფული არ გამაგონო! ვაი, ვაი, რომ იცოდეთ, როგორ მიყვარხართ ყველანი! გულს უხარია თქვენი დანახვა ჩემო საყვარლებო! გული მღერის, თქვენ რომ გხედავთ ასეთ ლამაზებს, გაღიმებულებს, დახვეწილებს! ჰა, მოდი, კაცო, გამოიარე, რა შეშინებული მიყურებ, კი არ შეგჭამ! თუმცა არა, სიყვარულით შეგჭამ, ჩემო უსაყვარლესო! იფ, იფ, ნახე, ნახე, რა ლამაზი ხარ, ქალბატონო! ყოველ ჩამოვლაზე უკეთესი და უკეთესი ხდები, გენაცვალე. ყოველ შენს დანახვაზე სიხარულით ვივსები ხოლმე! რას შვრები, როგორ ხარ, ძია კაცო? ჰა, წელში გასწორდი, ცხოვრებამ არ შეგაშინოს! ცხოვრებამ სუსტები შეაშინოს, შენ კი ვერაფერი გაგიბედოს, ჩემო საყვარელო ბატონო! გაიარეთ, გაიარეთ უსაყვარლესებო, მოდით, მოდით, მე აქ ვარ, ნურაფრის შეგეშინდებათ, ლამაზებო! ვაჰ, ამას ვის ვხედავ! ამას ვის ხედავს ჩემი თვალები! რა ბედნიერი დღე გამითენდა, კაცო! ჰა, როგორ ხარ მშვენიერო? უჰ, შეხედეთ ერთი, რა ლამაზი კაცია; ან როგორ აცვია, ან როგორ ახურავს, ან თავი როგორ უჭირავს! რამდენჯერ უნდა გითხრა, ფული არ მინდა-მეთქი, უმშვენიერესო? მე რა მიჭირს, გენაცვალე?! მე ხომ თქვენით მიდგას სული?! დაგინახავთ და შიგნით ყველაფერი სიმღერას და ცეკვა-თამაშს იწყებს! ნახვამდის, ნახვამდის, გენაცვალე, მშვიდობით გევლოს, მშვიდობით გეცხოვროს, მშვიდობით...! თუმცა რა მშვიდობით! ხომ ჩამოივლი კიდე ამ დღეებში, მშვენიერო? აბა, რას იზამ! აუცილებლად ჩამოივლი და მეც აქ დაგხვდები გაღიმებული, შენი დანახვით გაბედნიერებული! ჰა, ხალხნო, რა ჩამოგიშვიათ ცხვირები?! რა მოწყენილები დადიხართ აქეთ-იქით? ნუ გეშინიათ, მე ხომ თქვენთან ვარ?! ფრთხილად, ფრთხილად გადადი, ძიაკაცო, ფრთხილად, გენაცვალე, მანქანები დადიან მაინც და... თუმცა შენს დანახვაზე ხომ იცი, რომ მოწიწებით შეჩერდებიან და გაგატარებენ, ბატონო! ჰა, ესეც მე ვარ? გაიხარე, ჯიგარო, გაიხარე! გაიარე, ბატონო, გაიარა! აბა, წამოვიდა, წამოვიდა! გაგიმარჯოს და გამარჯვებით გატაროს ღმერთმა ასი წელი უსაყვარლესო! უჰ, ცას ახედეთ ხალხნო, ნახეთ, რა მზეა, ნახეთ, რა ამინდი დაგვიდგა! მზე შეისუნთქეთ ღრმად, საყვარლებო! თუმცა თქვენ ეს რაში გჭირდებათ, ისედაც მზე ანათებს თქვენში! როგორ ხარ, როგორ ხარ? მომენატრე, ხომ იცი! არა, არა, არა, ფული არ მინდა! ფული რად მინდა, კაცო? ხომ ვამბობ, თქვენ რომ გიყურებთ, უკვე მდიდარი ვარ-მეთქი? წამოვიდა, წამოვიდა! მაგრა, მაგრა ვარ გენაცვალე, მიდი, გაიარე, გაიარე! წამოვიდა! ფრთხილად გადმობრძანდით, ქალბატონო, ჩემო სიყვარულო, ჩემო სილამაზევ, აი, ასე! აი, ასე! ეს პატარა სილამაზე ვინღაა? ღმერთო, რა ლამაზია ეს გოგო, რა მშვენიერია! ღმერთმა გაგიზარდოს! ღმერთმა ბედნიერად ატაროს ცხოვრებაში...

 

- დედი, ეს ქალი ვინაა?

- რა ვიცი, შვილო, გიჟია ვიღაც! წამო, წამო!

ფალიაშვილის და არაყიშვილის კუთხეში ერთი ქალი დგას ხოლმე. ყველას გიჟი ჰგონია


ტეგები: ქუჩიდან, არაყიშვილის, ქალი"







გადმოწერა ამ ფაილს არ აქვს

კომენტარები:: 3
3. (18:15 შაბათი)
ნეტა ასეთი გიჟი იყოს ყველა , როორიც ესაა... :)
2. (17:15 შაბათი)
რა გინდა გაგინებს ტუ რა უბრალოდ ხალხის მოყვარული ქალია ღმერტს ასეტები უფრო უყვარ!
1. sabaetoo (16:01 შაბათი)
ხალხს უნდა მოეპყრა გულცივად , უყურადღებოდ და ცინიკურად რომ ნორმალურად ჩაგთვალონ არა ?
.
დაგვალაიქე Facebook-ზე
რეკლამა საიტზე
საიტზე სიახლეები
.
    navige
    NEW BANNER PORTAL!
STATISTIC
სულ საიტზეა: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
ონლაინ მომხმარებლები

RAITING OF SITE

o5top.ru


poker 770 Europalace Counter online casino reviews Littlewoodsbingo