[ New messages · Members · Forum rules · Search · RSS ]
  • Page 1 of 1
  • 1
ფორუმი » ზოგადი » ა მ უ რ ი (16+) » ჰომოსექსუალიზმი (სოდომია) (უმძიმესი ცოდვა)
ჰომოსექსუალიზმი (სოდომია)
Samuel Muzaevi
1
ჰომოსექსუალიზმი რომ კარგახანია საჭირბოროტო პრობლემად იქცა, არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. იგი XX საუკუნის ერთ-ერთი სენის, ე.წ. „სექსუალური რევოლუციის“ ნაწილია და არანაკლებ აშფოთებს საზოგადოებას, ვიდრე ტერორიზმი და ნარკომანია. ამგვარ, ისედაც სავალალო ვითარებას, კიდევ უფრო ამძაფრებს სოდომური ცოდვების პროპაგანდა მასმედიის საშუალებებით. მხედველობაში გვაქვს ეროტიკული კინო თუ ფოტომასალის არნახული მოზღვავება, ჰომოსექსუალური მიდრეკილების მრავალი ცნობილი პიროვნების ცხოვრების ძალზე ინტიმური მხარეების საჯაროდ გამოტანა, ინტერვიუები ბევრ ცნობილ თანამედროვე ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე ხელოვანთან თუ სპორტსმენთან და ა.შ. ამას გარდა, ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე ხშირად იბეჭდება ე.წ. „ანალიტიკური“ ხასიათის სტატიები ჰომოსექსუალიზმის შესახებ, რომელთა ავტორები, როგორც სხვადასხვა დარგის სპეციალისტები (ფსიქოლოგები, მედიკოსები, პოლიტიკოსები, სოციოლოგები), ისე ჟურნალისტები არკვევენ ამ ფენომენის რაობას, ამგვარ თუ იმგვარ შეფასებას აძლევენ მას (როგორც უარყოფითს, ისე დადებითს ან სულაც ნეიტრალურს) და, შესაბამისად, პრობლემის გადაჭრის განსხვავებულ ვარიანტებს გვთავაზობენ.

ცხადია, ჰომოსექსუალიზმის შესახებ თავისი პოზიცია ეკლესიასაც გააჩნია და ეს პოზიცია მკვეთრად უარყოფითია. იმთავითვე უნდა შევნიშნოთ, რომ აღნიშნული პრობლემა თავისი არხით, უპირველეს ყოვლისა, რელიგიური პრობლემაა და მხოლოდ ამის შემდეგ იძენს იგი სოციალურ, სამედიცინო და ა.შ. მნიშვნელობას. ამას გარდა, უკვე გასული საუკუნიდან იყო მცდელობა, რომ ჰომოსექსუალიზმი თავისებურ, „ფიზიოლოგიურ არასრულფასოვნებად“ გამოეცხადებინათ. უკანასკნელ ხანს განსაკუთრებით გაძლიერდა ამ მოვლენის ბიოლოგიური საფუძვლის მოძიების გზები. მაგრამ არა მისი პათოლოგიური ბუნების გამოსააშკარავებლად, არამედ პირიქით - იმის დასამტკიცებლად, რომ ჰომოსექსუალიზმი სავსებით ნორმალური რამ არის. მის ბიოლოგიურ საფუძველს ერთნი თავის ტვინის თავისებურებებში ეძებდნენ, მეორენი - ჰორმონალურ სისტემაში, მესამენი - გენებში, მაგრამ გამოკვლევებმა არ დაამტკიცა ჰომოსექსუალიზმის ბიოლოგიური დეტერმინიზმი. ჰომოსექსუალისტებს არც რაიმე განსაკუთრებული ჰორმონები აქვთ და არც რომელიმე ჩვეულებრივი ჰორმონის დეფიციტს განიცდიან. ისინი ბიოლოგიურად ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ყველა დანარჩენი (ამის შესახებ დაწვრილებით იხ. ჯონ ჰორგანის სტატია წიგნში: „ადამიანი და სექსი“. სანკტ-პეტერბურგი - 1998 წ.). ზემოაღნიშნული პუბლიკაციების ავტორები იმთავითვე მცდარ წინამძღვარს ემყარებიან, რაც განაპირობებს კიდეც უმართებულო დასკვნებს. საქმე ისაა, რომ მათ თავი ვერ დაუღწევიათ მატერიალისტური მენტალიტეტისათვის და ადამიანს „სტატიკურ“, ერთგვაროვან არსებად წარმოაჩენენ. „სტატიკურობაში“ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გარემოებებს, რომ მათ ადამიანი ევოლუციის გარკვეულ ეტაპზე წარმოქმნილ არსებად მიაჩნიათ, რომელიც ოდენ სოციალურ-კულტურულ განვითარებას განიცდის, ხოლო მისი პნევმოქსიქოსომატური თვისებები პრინციპულად უცვლელია. ცხადია, რომ ამგვარი „თეორია“ ადამიანის შექმნის ბიბლიური აქტის სრულ იგნორირებას ახდენს და, შესაბამისად, წინააღმდეგობაში მოდის ქრისტიანულ ანთროპოლოგიასთან, რომელიც, თავის მხრივ, მკვეთრად განარჩევს ადამიანის ცოდვით დაცემამდელ და მის შემდგომ დროინდელ მდგომარეობას. ამიტომაც, უპრიანია მოკლედ მიმოვიხილოთ ადამიანის შექმნის ბიბლიური ეპიზოდი და სქესის წარმოშობის საკითხი.
ადმინისტრაცია
პოსტები: 46
ქვეეყანა:Georgia
ფორუმი » ზოგადი » ა მ უ რ ი (16+) » ჰომოსექსუალიზმი (სოდომია) (უმძიმესი ცოდვა)
  • Page 1 of 1
  • 1
Search: