იაპონიაში ცუნამის განმეორების საფრთხე მოიხსნა
20:40 დაამატა: sabaetoo|ნანახია: 1830
იაპონიაში ცუნამის განმეორების საფრთხე აღარ არსებობს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გააკეთა. საგანგაშო მდგომარეობა მოხსნილია წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების სანაპირო ზოლებშიც.
ოფიციალური მონაცემებით, იაპონიაში მომხდარი ცუნამისა და მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 977 ადამიანი. დაკაარგულად ითვლება 739 ადამიანი და 1683 ადამიანი დაშავებულია.
არაოფიციალური მონაცემებით კი დაღუპულია ათიათასზე მეტი ადამიანი.
იაპონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობა ზარალს ითვლის. ზარალის ასანაზღაურებლად იაპონიაში სავარაუდოდ გადასახადები გაიზრდება. ქვეყნის მთავრობა ხალხს ერთად დგომისკენ მოუწოდებს.
გადმოწერა ამ ფაილს არ აქვს |
კომენტარები:: 0 | |