გამარჯობა


  • Main
  • Site Rules
  • Forum
  • Photo
  • 2011 Hits Radio
რა დომენზე გადავიყვანოთ საიტი
სულ პასუხები: 141
რეკლამა

ინტერნეტის ისტორია

20:53 დაამატა: GoGoLa|ნანახია: 1926

საინტერესო ამბები



ინტერნეტზე მსჯელობისას წინა პლანზე გამოდის მისი ფუნქციონერების ორი მხარე: ტექნიკური და ჰუმანიტარული. ტექნიკური თვალსაზრისით ინტერნეტი არის ერთმანეთთან დაკავშირებული საკუთარი უნიკალური მისამართების მქონე კომპიუტერების (ხოსტების) ფართო ქსელი. ეს კომპიუტერები შეერთებულია ერთმანეთთან მარშრუტიზატორებით (კვანძებით, რომელთაც აქვთ ორ არხზე მეტი). ჰუმანიტარული თვალსაზრისით ინტერნეტი არის კულტურის ახალი განზომილება, ცოდნის, ინფორმაციის შენახვისა და გავრცელების ხერხი, თუ გნებავთ, კაცობრიობის არსებობის ახალი ერა. ინტერნეტის ტექნიკური მხარე დადის კომპიუტერებს შორის პროტოკოლების (IP, TCP, SMTP, HTTP და სხვა) შემუშავებასა და გამოყენებაზე. მეორეს მხრივ, ინტერნეტის გამოყენებამ კაცობრიობას დაანახა ადრე არნახული შესაძლებლობები, მაგრამ ამან იმავდროულად დაბადა ახალი პრობლემები.

ინტერნეტს ჰუმანიტარული კუთხით სხვადასხვა დატვირთვა გააჩნია: კომერციული და საიფორმაციო. განვითარებულ ქვეყნებში (აშშ, დასავლეთ ევროპა, იაპონია) ინტერნეტი ორიენტირებულია უპირატესად კომერციაზე - საქონლის მოძრაობაზე), მაშინ როდესაც, განვითარებად ქვეყნებში (დსთ, სამხრეთ ამერიკის, აზიისა და აფრიკის ქვეყნები და სხვა) ინტერნეტი უპირატესად ასრულებს საინფორმაციო ფუნქციას (პოლიტიკა, ახალი ამბები). ეს დაკავშირებულია არა მარტო ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობასთან, არამედ ქსელური რესურსების მომხმარებელთა ჯგუფების ერთმანეთისაგან განსხვავებასთან, - სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობების მენტალურ თავისებურებებთან, მათ შორის მენტალურ განსხვავებებთან. თუ ვილაპარაკებთ ასაკობრივ ასპექტებზე ახალი თაობა ინტერნეტს იყენებს უპირატესად როგორც კომუნიკაციის საშუალებას გართობის გარემოს სახით, აღიქვამს რა მას, როგორც ახალ ”ვირტუალურ რეალობად”. ინტერნეტი გადაიქცა თავისუფალი სიტყვის უზარმაზარ პლაცდარმად და შექმნა ე.წ. ”ვირტუალების” მასა - უბრალო, ჩვეულებრივი” ადამიანები, ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც უჩინარები იყვნენ აღმოჩნდნენ რა ქსელში გარდაიქმნენ სხვადასხვა მარგინალურ მიმდინარეობებად. თუმცა მრავალი ადამიანისთვის, კარგი გაგებით, ინტერნეტი მართლაც გახდა თავის გამოჩენისა და თვითგამოხატვის ასპარეზი, თვითგამოხატვის ახალი საშუალება, რუხი სინამდვილიდან გამოსვლის ერთგვარი შესაძლებლობა. მრავალ ადამიანს, ვინც ვერ იპოვა თავისი ადგილი ცხოვრებაში შესაძლებლობა მიეცა გამოეჩინა თავისი თავი.

ინტერნეტსაც გამოაჩნდა რამოდენიმე, სუფთად ტექნიკური მომენტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალური ქსელის უსაფრთხოებას. ეს არის სპამი და ხაკერები. სპამი: ქსელები გადატვირთა ელექტრონული ფოსტის არავისთვის საჭირო ნაკადებით, რომლებმაც პარალიზება გაუკეთეს სატელეკომუნიკაციო არხებს და სერვერებს (უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოვლენის წინააღმდეგ დასავლეთის რიგ ქვეყნებში იქმნება სამართლებრივი ბაზა და მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. საქმე ეხება ზოგიერთი კომპანიის მიერ თავისი პროდუქციის გასაღების მიზნით ცალკეული აბონენტისათვის მის დაუკითხავად სარეკლამო ხასიათის ინფორმაციის მიწოდებას და სხვა). ხაკერები: ხაკერების ინტერნეტის დანაშაულებრივი ჯგუფების ქმედება საყოველთაოდ ცნობილია. ხშირია შემთხვევა, როდესაც ხაკერები ტეხავენ ცალკეულ (მათ შორის დახურულ) კომპიუტერულ ქსელებს და გამოჰყავთ ისინი მწყობრიდან. ამის არაერთი მაგალითი არსებობს: ხაკერებმა ”გატეხეს” თვით პენტაგონის ქსელი, რომ არაფერი ვთქვათ ბანკებისა და მსხვილი კომპანიების ქსელებზე. აქედან გამომდინარე, ინტერნეტის განვითარების თანამედროვე ეტაპზე დღის წესრიგში დგას პირველი ხარისხის ამოცანა: ამაღლდეს ქსელური უსაფრთხოების საკითხები.

ინტერნეტის ფენომენი თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებულია; ინტერნეტი, ეს არის: ბიბლიოთეკები და სამხატვრო გალერეიები, სტატიები და წიგნები, პოლიტიკა და ნებისმიერი სიახლე: მეცნიერების, ტექნიკის, ისტორიის, გეოგრაფიის, ეკონომიკის, და ადამიანის მოღვაწების ყველა სფეროში. ინტერნეტი ეს არის: ელექტრონული ფოსტა, ლექსიკონი და ნებისმიერი სახის ინფორმაციის საძიებელი, კავშირგაბმულობის სისტემა, სატელევიზიო გადაცემა და ა.შ. და ყველაფერი ეს 24 საათის განმავლობაში!

- რა მოვლენები უსწრებდა წინ ინტერნეტის წარმოშობას?
- რომელი ქსელი იყო ინტერნეტის ქსელის წინამორბედი?
- როგორია ინტერნეტის განვითარების დინამიკა და მომავალი?
- რომელ კომპანიებს მიუძღვით მნიშნელოვანი წვლილი ინტერნეტის შექმნაში?
- პაკეტური კომუტაცია და არხების კომუტაცია - რა პრინციპული განსხვავებაა მათ შორის და კომუტაციის რომელი პრინციპი უძევს საფუძვლად ინტერნეტს?
- რომელი პროტოკოლი დამკვიდრდა საბოოლოოდ ინტერნეტის ქსელებში?
- როდის გადავიდა ინტერნეტის ქსელები დღევანდელ სახეში, ანუ უწყებრივი დაქვემდებარებიდან როდის გამოვიდა და გახდა ინტერნეტის ქსელი საერთო სარგებლობის, ყველასათვის მისაწვდომი ქსელი?

· გამოთვლითი ქსელების აგების იდეა პაკეტების კომუტაციით
დაიბადა აშშ-ში 50-ინი წლების ბოლოს მსოფლიოში გაჩაღებული ”ცივი ომის” პერიოდში.
· 1957 წლის 4 ოქტომბერს საბჭოთა კავშირმა გაუშვა დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი. იმავე წლებში, გამალებული შეიარღების, ატომური და წყალბადის ბომბების პერმანენტული გამოცდის პირობები სერიოზული საბაბი გახდა ახლი რეალიების ჩამოსაყალიბებლაად. აშშ-ს და საბჭოთა კავშირს ჰქონდათ ატომური თავდასხმის მუდმივი შიში. ამ პერიოში აშშ-ში გამოიკვეთა საჭიროება შექმნილიყო ისეთი საიმედო ქსელი, რომლის ერთი-ან რამოდენიმე კვანძის მოშლის შემთხვევაში ქსელის ფუნქციონირება შენარჩუნერნებული იქნებოდა საიმედო, შემოვლითი კავშირების საშუალებით.
· 1978 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა დ. ეიზენჰაუერმა გამოსცა განკარგულება აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში ორი სამთავრობო ორგანოს ჩამოყალიბების შესახებ: ნაციონალური აეროკოსმოსური ადმინისტრაცია -NASA (National Aeronautics and Space Administration) და მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტო ARPA (Advanced Research Agency). ამ უკანასკნელს ეკუთვნის განსაკუთრებული როლი ინტერნეტის ისტორიაში.
· 1962 წელს პოლ ბერანმა RAND Corporation-იდან წარმოადგინა მოხსენება, ”განაწილებული საკომუნიკაციო ქსელების შესახებ”, რომელშიც წამოყენებული იყო წინადადება გამოეყენებინათ კომპიუტერების კომუტაციის დეცენტრალიზებული სისტემა, როდესაც ქსელის დიდი ნაწილის მოშლის შემთხვევაში მას მაინც შეეძლო ფუნქციონირება. მაგალითად, თუ კომპიუტერს ვაშინგტონში სურდა დაკავშირება ლოს-ანჟელესთან, მაშინ ის შეერთდებოდა კანზასში განთავსებული კომპიუტერის მეშვეობით. ხოლო, თუ ხაზი კანზასში გაწყვეტილი იქნებოდა, მაშინ მაშრუტიზატორი ვაშინგტონში მიაწოდებდა შეტყობინებას სახვა, მაგალითად ჩიკაგოში განთავსებული კომპიუტერით.
· NASA-ას მასშტაბური პროექტების შესახებ ყველამ ვიცით (საკმარისია გავიხსენოთ პროექტი ”აპოლონი”, რომლის საშუალებითაც ადამიანი პირველად დაჯდა მთვარეზე და უამრავი სხვა) ხოლო ARPA-ას თაობაზე, განსაკუთრებით ჩვენთან, ცოტამ თუ იცის. ეს იყო სულ სხვანაირი ტიპის ორგანიზაცია და მისი ანალოგი მსოფლიო ისტორიაში ნაკლებად მოიძებნება. მიუხედავად იმისა, რომ ARPA არსებობდა აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის თანხებით, მაგრამ ორიგინალური ხერხით. წარმოიდგინეთ ორგანიზაცია, რომელშიც მუშაობს 150-დე თანამშრომელი, თანაც მათგან ნახევარს აქვს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი, ხოლო დანარჩენი დამხმარე თანამშრომელია.. ამ რჩეულთა ამოცანა მდგომარეობდა აშშ-ს უნივერსიტეტებსა და ლაბორატორიებზე გაენაწილებიათ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მოცულობა რამოდენიმე მილიარდ დოლარს შეადგენდა და გამოყოფილი უნდა ყოფილყო ნაციონალური უსაფრთხოების ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებაზე. უკვე 60-იანი წლებიდან ARPA-ას სამუშაოები მიეძღვნა სწორედ კომპიუტერების ერთმანეთთან მიერთების პრობლემებს.
· სინამდვილეში ძნელია თქვა: რომელი იყო პირველი - ინტერნეტი, თუ ARPA. ვინ ვინ წარმოშვა? ARPA-ას გარეშე არ შეიძლებოდა დაბადებულიყო ისეთი გლობალური ქსელი, როგორსაც ვიცნობთ. მაგრამ ARPA-აც არ იქნებოდა ისეთი თუ თავიდანვე 1963 წელს ამ სააგენტოს ინფორმაციის დამუშავების ბიუროს დირექტორის თანამდებობა არ დაეჭირა ჯონ ლიკლაიდერს.
· სწორედ ჯონ ლიკლაიდერს ეკუთვნის წამყვანი როლი ქსელის შექმნაში. ლიკლაიდერმა პირველმა წამოაყენა წინადადება ჩაედოთ საშუალებები (ფინანსური სახსრები) ადამიანებში და არა სტრუქტურებში, მიეცათ უპირატესობა სპეციალისტებისთვის უნივერსიტეტებიდან და ამ გზით შეექმნათ ინტელექტუალური პოტენციალის კონცენტრაციის ცენტრები. ასეთი ცენტრის სახით მან აირჩია ახლოს მდებარე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT), სადაც მუშავდებოდა სისტემები დროითი დაყოფით და ინტერაქტიური გრაფიკები, და კარნეგი - მედლონის უნივერსიტეტი (SMU)-სადაც ძირითადად მუშავდებოდა მულტიპროცესორული სისტემები. ლიკლაიდერის მიერ მოფიქრებული გეგმა სრული სიზუსტით ემთხვეოდა მეცნიერების მუშაობის ბუნებას და საშუალებას იძლეოდა სააგენტოს საქმიანობაში მიეზიდათ საუკეთესო აკადემიური კადრები.
·უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური ქსელის შექმნაში მნისვნელოვანი გავლენა იქონია RAND კორპორაციის მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა. RAND წარმოადგენს ანალიტიკურ ფართოპროფილიან კომპანიას, რომელიც შეიქმნა მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ (სახელწოდება RAND წარმოქმნილია ორი ცნობილი აბრევიატურისაგან R&D ,ე.ი. ”გამოკვლევები და შემუშავებები”).

გალაქტიკის ქსელი -კონტურები იკვეთება
· ლიკლაიდერი აქვეყნებს ნაშრომს ”გალაქტიკის ქსელი”, რომელშიც იწინასწარმეტყველა მომავალში ადამიანებს შორის კომპიუტერებით გლობალური კავშირის შესახებ, რომელთაც ექნებოდათ მყისიერი შეღწევა კომპიუტერების პროგრამებში და მონაცემების ბაზებში დედამიწის ნებისმიერ წერტილში. მისი მოსაზრება გამოხატავს დღევანდელი საერთაშორისო ინტერნეტის ქსელის მოწყობას. ხელმძღვანელობდა რა პირველ კვლევით პროგრამას, რომელიც ARPA-ამ დაიწყო 1962 წლის 4 ოქტომბერს ლიკლაიდერმა შეძლო დაერწმუნებინა თავისი თანმიმდევრები ARPA-ში აივენ საზერლენდი და ბობ ტეილორი, აგრეთვე მკვლევარი MIT-იდან ლოურენს რობერტსი - ქსელური კონცეპციის მნიშვნელობაში.

· 1961 წელს ლეონარდ კლეინროკმა დაამუშავა და პირველად 1964 წელს გამოაქვეყნა თეორია მონაცემების გადაცემისათვის პაკეტების კომუტაციის შესახებ. კლეინროკმა დაარწმუნა თავისი კოლეგები ARPA-ში კომუნიკაციის შესაძლებლობაში პაკეტების გამოყენებით და მის უპირატესობაში არხების კომუტაციასთან შედარებით:
-პაკეტების კომუტაცია - გადაცემისათვის აუცილებელი მონაცემები დაიყოფა ნაწილებად. თითოეულ ნაწილს მიუერთდება სათაური, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას დანიშნულების ადგილზე პაკეტების მიტანის სესახებ. ინფორმაციის მიწოდება გადამცემიდან მომხმარებლებამდე ხორციელდება მარშრუტიზატორების საშუალებით. მარშრუტიზატორები დროის მოცემულ მოიმენტში უზრუნველყოფენ ყველაზე ოპტიმალურ გზას (მარშრუტს) გადამცემიდან მომხმარებლამდე (აბონენტამდე).
-არხების კომუტაცია-ინფორმაციის გადაცემის დროს კომპიუტერების წყვილი შეერთდება პრინციპით ”ერთი-ერთთან”. შეერთების პერიოდში ხორციელდება მთელი ინფორმაციის მოცულობის გადაცემა.
· 1965 წელს ახალი კონცეფციის შემოწმებისათვის ლორენს რობერსმა და ტომას მერილმა დაბალსიხშირიანი სატელეფონო ხაზით შეაერთეს კომპიუტერები TX-2 მასაჩუსეტსის შტატში და Q-32 კალიფორნიაში. ამგვარად შექმნილ იქნა ისტორიაში თუმცა პატარა, მაგრამ პირველი ლოკალური კომპიუტერული ქსელი. ექსპერიმენტის შედეგებით ცხადი გახდა, რომ კომპიუტერებს, რომლებიც მუშაობდნენ დროითი დაყოფის პრინციპით შეეძლოთ წარმატებით ემუშავათ ერთად, ასრულებდნენ რა პროგრამას და ახორციელებდნენ რა მონაცემების ამორჩევას შორეულ მანქანაზე. ნათელი გახდა აგრეთვე ისიც, რომ სატელეფონო სისტემა კომუტაციური შეერთებით აბსოლუტურად გამოუსადეგარია კომპიუტერული ქსელების ფუნქციონირებისას. კლეინროკის მოსაზრებამ პაკეტური კომუტაციის აუცილებლობის შესახებ მიიღო კიდევ ერთი მტკიცებულება.

ARPANET -ის პროექტი, Internet-ის პროექტი
(პირველი კონცეფციები, ქსელების გაერთიანება)
· ”ცივი ომი ” გრძელდებოდა და ატომური ომის საშიშროება რეალური იყო. აქედან გამომდინარე, ჩაფიქრებული იქნა პროექტი ARPANET-ის ქსელის შესახებ და მისი რეალიზების მიზნით DARPA-ამ მოიწვია ლ.რობერტსი. პროექტის მიზნები:
- კავშირის შენარჩუნება ატომური თავდასხმის პირობებში;
-სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების დეცენტალიზებული (განაწილებული) მართვის შემუშავება ომის წარმოების პერიოდში;
- საკვლევი დაწესებულებების გაერთიანება;
- კომპიუტერულ კომუნიკაციებში ექსპერიმენტების ჩატარება.
· 1972 წლის ოქტომბერში კომპიუტერული კომუნიკაციების კონფერენციაზე წარმატებით ორგანიზებულ იქნა ARPANET-ის ქსელის დემონსტრირება. ეს იყო პუბლიკისათვის ახალი ქსელური ტექნოლოგიის პირველი ჩვენება. 1972 წელს გამოჩნდა ARPANET-ის პირველი ”ცხელი” დამატება - ელექტრონული ფოსტა (Email). 1972 წლის მარტში რეი ტომლინსონმა BBN-იდან ARPANET-ის მარტივი კოორდინაციის საშუალებიდან დაწერა ელექტრონული შეტყობინებების გადაგზავნის და წაკითხვის საბაზო პროგრამები. რობერტსმა ამ პროგრამებს დაუმატა შეტყობინებბის სიის გაცემის შესაძლებლობა, ამორჩევითი წაკითხვა, ფაილში შენახვა, პასუხის გაგზავნა და მომზადება. ამის შემდეგ ელექტრონული ფოსტა გახდა მსხვილი ქსელური დამატება.
· DARPA-ამ, ARPANET-ის წარმატებით აღფრთოვანებულმა ARPANET-ის პროექტების ერთ-ერთ წამყვან შემმუშავებელს რობერტ კენის წინადადება მისცა ქსელების ერმანეთთან შეერთების შესწავლის მიზნით სათავეში ჩადგომოდა ახალ პროგრამას რომელსაც ეწოდა ”Inerneting Project”- ”ქსელების შეერთების პროექტი”



· წამოყენებულ იქნა წინადადებები:
- კონცეფციის უნივერსალობა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული ქსელების გაერთიანების შიგა მოწყობილობებისა და აპარატურული პროგრამული უზრუნველყოფისაგან;
- კავშირის მაქსიმალური საიმედობა კომუნიკაციის, კავშირგაბმულობის საშუალებათა და მოწყობილობების წინასწარი მოსალოდნელი დაბალი ხარისხის პირობებში;
- ინფორმაციის დიდი მოცულობის გადაცემის შესაძლებლობა;
-იმ დროს გამოიყენებოდა NCP პროტოკოლი, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო პროტოკოლი სტანდარტული გაგებით, ის ვერ პასუხობდა DARPA-ას მიერ წამოყენებულ ყველა მოთხოვნებს.

TCP/IP პროტოკოლის შემუშავება
კენმა წამოაყენა წინადადება პაკეტური რადიოქსელებისათვის შეემუშავებინათ პროტოკოლი, რაც გამორიცხავდა საქმე გვქონოდა სხვადასხვა ოპერაციულ სისტემებთან და NCP პროტოკოლთან. მაგრამ საბოლოოდ კენმა გადწყვიტა შეექმნა პროტოკოლის ახლი ვერსია, ანუ ახლი წესების ნაკრები, რომელიც განსაზღვრავდა სახვასხვა კომპიუტერულ პროგრამებს შორის მონაცემების გაცვლის პრინციპებს და დააკმაყოფილებდა ღია ქსელური არქიტექტურის მოთხოვნებს. ამ პროტოკოლს მოგვიანებით ეწოდა TCP/IP (Transmision Control Protokol - გადაცემის მართვის/ქსელთაშორისი პროტოკოლი). მაშინ, როდესაც NCP მოქმედებდა მოწყობილობის დრაივერის სახით, ახალ პროტოკლს უნდა შეესრულებინა საკომუნიკაციო პროპტოკოლის როლი. კენმა SRI-დან მოიწვია ვინტონ სერფი დეტალურ სპეციფიკაციაზე ერობლივი სამუშაოების ჩასატარებლად. სერფი აქტიურად მუშაობდა NCP -ს პროექტრის შემუშავებასა და განხორციელებაში, ამიტომ მას უკვე გააჩნდა ინფორმაცია არსებული საოპერაციო სისტემების ინტერფეისების შესახებ. შეიარაღდნენ რა კენის არქიტექტორული გამოცდილებით და სერფის ქსელური პროტოკოლების გამოცდილებით, რომელიც მან მიიღო NCP-ზე მუაშობის დროს. კოლეგები გაერთიანდნენ იმ დეტალების დაზუსტებაში, რომელიც მომავალში გახდა TCP/IP პროტოკოლების ოჯახი.

· 1974 წელს ინტერნეტის ქსელის სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სერფი, წარმოადგინა გაერთიანებული ქსელების მონაცემების გადაცემის უნივერსალური პროტოკოლი.
TCP/IP ეს ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ თანამედროვე ინტერნეტში გამოიყენება სწორედ ეს პროტოკოლი.
· მიუხედავად ამისა, ARPANET NCP პროტოკოლიდან TCP/IP პროტოკოლზე გადავიდა მხოლოდ 1983 წლის 1 იანვარს. ეს იყო გადსვალა ”X-სათვის” სტილში, რომელიც მოითხოვდა ყველა კომპიუტერის ერთდროულ შეცვლას. (დაგვიანებულთათვის რჩებოდა სპეციალიზირებული საშუალებები. გადასვლა ზუსტად დაიგეგმა ყველა დაინტერესებული პირის მიერ რამოდენიმე წლის განმავლობაში და ჩატარდა ძალზედ რბილად, რამაც მიგვიყვანა TCP/IP პროტოკოლამდე.
· 1983 წელს ARPANET -მა NCP-თან TCP/IP პროტოკოლზე საშუალება მისცა გაეყოთ ეს ქსელი ცალკე MILNET ქსელად, საკუთრივ სამხედრო მიზნებისათვის და ARPANET-ად, საკვლევი მიზნებისათვის.
· 1983 წელს მოხდა კიდევ ერთი მოვლენა: პოლ მოკაპეტრისმა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (USC/ISI) მოიგონა დომენების სახელების სისტემა (DNS -Domain Name System), რამაც საშუალება მისცა შექმნილიყო მასშტაბირებული განაწილებული მექანიზმი კომპიუტერების იერარქიული სახელების გამოსახვისათვის (მაგალითად: WWW.acm.org) ინტერნეტ- მისამართებში.
· 1983 წელს ვისკონიის უნივერსიტეტში შეიქმნა დომენური სახელების სერვერი (DNS-Domain Neme Server). DNS-ს ავტომატურად და მომხმარებლისგან დაფარულად გადაყავს საიტის ექვივალენტი IP-მისამართად. დომენური სახელების სინტაქსი გამოიყურება ასე: <დონის დომენი 3 >.< დონის დომენი 2 >.< დონის დომენი 1 >.. თავდაპირველად არსებობდა პირველი დონის ექვსი დომენი:
-com- კომერციული ორგანიზაციები
-edu - სასწავლო და სამეცნიერო ოგანიზაციები
- gov -სახელმწიფო ორგანიზაციები
- mil -სამხედრო ორგანიზაციები
- net - სხვადასხვა ქსელების ქსელური ორგანიზაციები
- org - სხვა ორგანიზაციები
· ქსელების სართო გაფართოებასთან ერთად აშშ-ს გარეთ გამოჩნდა პირველი დონის ნაციონალური დომენები:









გადმოწერა ამ ფაილს არ აქვს

კომენტარები:: 0
.
დაგვალაიქე Facebook-ზე
რეკლამა საიტზე
საიტზე სიახლეები
.
    navige
    NEW BANNER PORTAL!
STATISTIC
სულ საიტზეა: 3
სტუმრები: 3
მომხმარებლები: 0
ონლაინ მომხმარებლები

RAITING OF SITE

o5top.ru


poker 770 Europalace Counter online casino reviews Littlewoodsbingo