მუნდიალზე იტალია – პარაგვაის მატჩისას მეკარე ჯანლუიჯი ბუფონის შეცვლამ "ტიფოზებს” გული გაუხეთქა. აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელის ტრავმა არცთუ უმნიშვნელო ყოფილა და შესაძლოა, მას დიდი ხნით მკურნალობა მოუწიოს. ანუ, საუბარია ოპერაციაზე.
ამასობაში კი, იტალიური La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "იუვენტუსი” ბუფონის შემცვლელს ეძებს. სავარაუდოდ, "ბებერი ქალბატონი” "მილანის” კიპერ მარკო სტორარის შეძენას შეეცდება.
გადმოწერა ამ ფაილს არ აქვს |
კომენტარები:: 0 | |