საქართველოსა და ბელგიის ნაკრებთა მატჩი რომ დასრულდა პრეს-ლოჟაში ბელგიელი ჟურნალისტი მოვიდა და ხელი ჩამომართვა: ძალიან ძლიერი გუნდი გყოლიათ, განსაკუთრებით ფიზიკურად. დღეს ბელგიას ყველა კომპონენტში აჯობეთო.
საკალათბურთო კომპონენტებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ქომაგობა - ამ კომპონენტში ქართველებს საოცარი უპირატესობა გვქონდა: დარბაზში 2000 ქომაგიდან 1500-ზე მეტი თეთრ-წითლებში იყო გამოწყობილი და ჩვენს გუნდს გულშემატკივრობდა. საოცარი გრძნობა იყო მატჩის საფინალო სირენასთან ერთად კალათბურთელებიან-ქომაგებიანად გახარებული დარბაზის ხილვა. საერთო სიხარულს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც კლაიპედაში კალათბურთელთა საქომაგოდაა ჩამოსული.გასახდელისკენ მიმავალი ქართველი მოთამაშეები კი კომენტარებს ასე ასრულებდნენ: დღეს მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ეიფორიას არ უნდა მივეცეთ, წინ კიდევ ოთხი ურთულესი მატჩი გველისო.რუსმა ჟურნალისტმა მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს უთხრა - ამ გამარჯვების შემდეგ, როგორც მწვრთნელი ყურადღების ცენტრში მოექცევითო. ქართველთა დამრიგებელმა მოკლედ მოუჭრა:- თამაშს კალათბურთელები იგებენ!
ტეგები:
გადმოწერა ამ ფაილს არ აქვს |
კომენტარები:: 0 | |