აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში მოსკოვში გარდაიცვალა, – ამის შესახებ "რია ნოვოსტი” იუწყება.
სერგეი ბაღაფშს მოსკოვის კლინიკურ საავადმყოფოში მარჯვენა ფილტვზე პრობლემის გამო ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდგომ აფხაზეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ ბაღაფშის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ოპერაციის პერიოდში მის მოვალეობას დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი ასრულებდა.
სერგეი ბაღაფში 1949 წლის 4 მარტს სოხუმში დაიბადა. ის 62 წლის იყო. დე-ფაქტო პრეზიდენტს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი დარჩა. მას ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ჯგერდაში დაკრძალავენ. ორშაბათს კი ბაღაფშის სამოქალაქო პანაშვიდი მოსკოვში გაიმართება.
ტეგები:
გადმოწერა ამ ფაილს არ აქვს |
კომენტარები:: 3 | |||||||
| |||||||