ადრე თუ გვიან ეს მაინც უნდა მომხდარიყო. განსაცვიფრებელი წარმატების შემდეგ, სურათზე ”Prince of Persia: The Forgotten Sands”, ფრანგულმა კომპანიამ, რომელიც მფლობელია ბრენდისა, Prince of Persia, სერიოზულად დაფიქრდა საკუთარი კინოსტუდიის შექმნაზე. ჟურნალ Variety-ის ინფორმაციით, Ubisoft Motion Pictures-ს უხელმძღვანელებს ჟან-ჟიულე ბარონე (Jean-Julien Baronnet), ცნობილი ფრანგული სტუდიის, EuropaCorp-ის ყოფილი ხელმძღვანელი. ახალი განყოფილების მოვალეობაში შედის იმ თამაშების ფრენჩაიზის კინო და ტელეადაპტაცია, რომელიც Ubisoft-ს ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის Ubisoft-ის პირველი მცდელობა, გააერთიანოს კინოინდუსტრია ვიდეოთამაშებთან. 2007 წელს კომპანიამ გახსნა Ubisoft Digital Arts, რომელმაც ჯეიმს კამერონის ”ავატარი” წარმოადგინა სათამაშო სამყაროში. თუმცა პროექტი ვერ გახდა ისეთი პოპულარული, როგორც ფილმი.
რა პროექტით იქნება დაკავებული Ubisoft Motion Pictures უახლოეს მომავალში, ეს ჯერ არავინ იცის. სავარაუდოდ ეს იქნება ან Assassin’s Creed, ან Splinter Cell. ვიმედოვნოთ, რომ ის შეეცდება გაიმეოროს Walt Disney Pictures-ის წარმატება.
ტეგები:
გადმოწერა ამ ფაილს არ აქვს |
კომენტარები:: 0 | |